სტანდარტები

  • EN 1073-2

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს რადიაქტიულად დაბინძურებული ნაწილაკებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლისათვის.

  • EN 1082-1

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ჭრა და ჩხვლეტამედეგი ხელთათმანებისა და სამკლავურების მიმართ. ნაწილი N1 – მეტალით ნაქსოვი ჯაჭვის ხელთათმანები და სამკლავურები

  • EN 1082-2

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ჭრა და ჩხვლეტამედეგი ხელთათმანებისა და სამკლავურების მიმართ. ნაწილი N2 – არა-მეტალის, სხვა მასალით (ტყავი, სინთეტიკური ან ბუნებრივი ქსოვილი) დამზადებული ხელთათმანები და სამკლავურები.

  • EN 1149

    ზოგადი სტანდარტი ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმლისთვის, რომელიც ასევე განსაზღვრავს მოთხოვნებს დამცავი ხელთათმანების მიმართ და იყოფა რამოდენიმე მეთოდად.

  • EN 1149-1

    ზოგადი სტანდარტი ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმლის და ხელთათმანების მიმართ. ნაწილი N1- კუთრი ზედაპირული წინაღობა.

  • EN 1149-2

    ზოგადი სტანდარტი ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმლის და ხელთათმანების მიმართ. ნაწილი N2- ვერტიკალური წინაღობა.

  • EN 1149-5

    ზოგადი სტანდარტი ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმლის და ხელთათმანების მიმართ. ნაწილი N5 – მასალის გამძლეობა და მოთხოვნები კონსტრუქციულ ნაწილში.

  • EN 1150

    აღნიშნული სტანდარტი გაუქმებულია და ჩანაცვლებულია EN 17353:2020-ით, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს გაუმჯობესებული ხილვადობის არა-პროფესიული დანიშნულების სპეცტანსაცმლისთვის, საშუალო რისკის მქონე პირობებში.

  • EN 12477

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდუღებლის ხელთათმანების მიმართ და თავისმხრივ მოიცავს EN388:2016 და EN 407:2004 სტანდარტებსაც. იყოფა ორ კატეგორიად: A ტიპი (მეტი დაცვა და ნაკლები მოქნილობა) და B ტიპი (ნაკლები დაცვა და მეტი მოქნილობა). შენიშვნა: აღნიშნულ სტანდარტს არ გააჩნია პიქტოგრამა.

  • EN 12492

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სამთო (ან მაღალ სიმაღლეზე სამუშაო) ჩაფხუტების მიმართ.

  • EN 12568

    აღნიშნული სტანდარტი განაპირობებს მოთხოვნებს და გამოცდის მეთოდებს ფეხსაცმლის ცხვირის დამცავი თაღებისა და ჩხვლეტამედეგი ჩანართების მიმართ, რომლებიც განკუთვნილია დამცავი სპეცფეხსაცმელებისთვის EN ISO 20345, EN ISO 20346 და EN ISO 20347 სტანდარტების მიხედვით.

    მოცემული სტანდარტი ჩანაცვლებულია მისი ახალი ვერსიით : EN ISO 22568 

  • EN 12941

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ელექტრო მფლიტრავი მოწყობილობების მიმართ, რომლებიც თანდართულია დახურულ ჩაფხუტებსა და სკაფანდრის ტიპის მოწყობილობებზე.

  • EN 12942

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ელექტრო მფილტრავი მოწყობილობების მიმართ, რომლებიც თანდართულია მთლიანი სახის, ნახევარსახის და სხვა ტიპის რესპირატორულ ნიღბებზე.

  • EN 13034

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს თხევადი ქიმიკატებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ. ტიპი 6 და ტიპი PB[6].

  • EN 13356

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს არა-პროფესიული დანიშნულების მაღალი ხილვადობის აქსესუარების მიმართ.

  • EN 136

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს რესპირატორული დაცვისთვის განკუთვნილ მთლიანი სახის ნიღბების მიმართ.

  • EN 13832-1

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს ტერმინოლოგიას და მოთხოვნებს ქიმიკატებისაგან დამცავი სპეცფეხსაცმლის მიმართ.

  • EN 140

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს რესპირატორული დანიშნულების მთლიანი და ნახევარსახის ნიღბების მიმართ.

  • EN 14052

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მაღალი კლასის ინდუსტრიული ჩაფხუტებისთვის.

  • EN 14058

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს დაბალი ტემპერატურული პირობებისგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 14126

    კორექტირებული ევროპული სტანდარტი. განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფექციური აგენტებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 143

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს რესპირატორული დაცვის მოწყობილობების, კერძოდ ნაწილაკებისაგან დამცავ ფილტრებზე.

  • EN 14387

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს აირების, ანაორთქლების და კომბინირებული ფილტრების მიმართ, რესპირატორული დაცვისთვის.

  • EN 14404

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ სამუხლეების მიმართ, რომლებიც განკუთვნილია ჩამუხლულ პოზიციაში მუშაობისთვის.

  • EN 14594

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს შეკუმშული ჰაერის უწყვეტი მიწოდების მოწყობილობების მიმართ.

  • EN 14604

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს კვამლის დეტექტორებისთვის.

  • EN 14605

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ქიმიური დონის სითხე გაუმტარი (ტიპი 3) და სპრეი გაუმტარი (ტიპი 4) ნაკერების მქონე სპეცტანსაცმლის და სხეულის ცალკეული ნაწილების დამცავი აქსესუარების მიმართ (ტიპი pb [3] და pb [4]).

  • EN 14683

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სამედიცინო დანიშნულების ნიღბების მიმართ.

  • EN 148-1

    სტანდარტი განსაზღვრავს ნორმებს რესპირატორული დაცვისთვის განკუთვნილი ნიღბების ხრახნისთვის (ფილტრების ჩასამაგრებელ ადგილებზე).

  • EN 149

    აღნიშნული სტანდარტით განსაზღვრულია მოთხოვნები მყარი და თხევადი ნაწილაკების მფილტრავი ნახევარსახის ნიღბების მიმართ.

  • EN 1497

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სამაშველო სრული ღვედისთვის.

  • EN 16350

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს ელექტროსტატიკურ ნორმებს დამცავი ხელთათმანებისთვის.

  • EN 165

    ზოგადი სტანდარტი განსაზღვრავს ტერმინებს და მათ განმარტებებს მხედველობის დამცავი საშუალებებისთვის. სტანდარტი გაუქმებულია და ჩანაცვლებულია თანამედროვე ვერსიით: EN ISO 4007:2018

  • EN 166

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს სპეციფიკაციებს მხედველობის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 167

    მოცემული სტანდარტში ჩამოყალიბებულია მეთოდიკა მხედველობის დამცავი საშუალებების ოპტიკური ტესტისთვის.

  • EN 168

    აღნიშნულ სტანდარტში განმარტებულია მხედველობის დამცავი მოწყობილობების არა-ოპტიკური ტესტის მეთოდიკა.

  • EN 169

    აღნიშნულ სტანდარტში განმარტებულია მოთხოვნები შემდუღებლის მუქი ფილტრებისთვის (სათვალე, გუგლი, შემდუღებლის ფარის მინა და ა.შ.)

  • EN 170

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ულტრაიისფერი გამოსხივების საწინააღმდეგო დაცვის მქონე მხედველობის დამცავი საშუალებებისთვის.

  • EN 171

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფრაწითელი ფილტრების მქონე მხედველობის დამცავი საშუალებებისთვის.

  • EN 172

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მზისგან დამცავი ფილტრების მქონე მხედველობის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 1731

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მხედველობის და სახის ბადისებრი დამცავი საშუალებებისთვის.

  • EN 175

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს შედუღების და მსგავსი პროცესებისას, სახის და მხედველობის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 1827

    მოცემულ სტანდარტში ჩამოყალიბებულია მოთხოვნები იმ ნახევარსახის რესპირატორული ნიღბების მიმართ, რომლებსაც არ გააჩნიათ შესუნთქვის სარქველი და აქვთ მოხსნადი ფილტრები აირების, ნაწილაკების ან კომბინირებული საფრთხის წინააღმდეგ დასაცავად.

  • EN 1836

    სტანდარტი განსაზღვრავს პირობებს მზისგან დამცავი სათვალეების და მსგავსი აქსესუარებისთვის. შენიშვნა: სტანდარტი ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლებულია EN ISO 12312-1:2013-ით.

  • EN 1891

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი დინამიური თოკების მიმართ.

  • EN 20340

     

  • EN 20349

     

  • EN 340

    მოცემულ სტანდარტში ჩამოყალიბებულია ძირეული მოთხოვნები პროფესიული დანიშნულების დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ. შენიშვნა: აღნიშნული სტანდარტი ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლდა ანალოგიური შინაარსის ახალი სტანდარტით: EN 13688:2013

  • EN 342

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს დაბალი ტემპერატურისგან დამცავი ტანსაცმლისა და ტანსაცმლის კომპლექტების მიმართ.

  • EN 343

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს წვიმისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 352-1

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი N1 – სმენის დამცავი ყურსაცმები.

  • EN 352-2

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი N2 – სმენის დამცავი ყურის საცობები.

  • EN 352-3

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი N3 – ჩაფხუტზე ან სახის დამცავ საშუალებაზე ინტეგრირებადი სმენის დამცავი ყურსაცმები.

  • EN 352-4

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი N4: ყურსაცმები აქტიური ხმაურის ჩახშობის სისტემით.

  • EN 352-6

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი N6: ყურსაცმები ინტეგრირებული ყურსასმენებით.

  • EN 352-8

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი N8- ყურსასმენები სმენის დამცავი ფუნქციით.

  • EN 353-2

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობებისთვის. ნაწილი N2: თოკზე მოძრავი ვარდნის მუხრუჭი მოქნილი ჩასაბმელით.

  • EN 354

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი ჩასაბმელი ღვედების და თოკების მიმართ.

  • EN 355

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი ვარდნის ენერგიის ჩამხშობი საშუალებებისთვის.

  • EN 358

    აღნიშნულ სტანდარტში ჩამოყალიბებულია მოთხოვნები სიმაღლიდან ვარდნინსაგან დამცავი და/ან სამუშაო პოზიციაზე დასაფიქსირებელი ღვედების და თოკების მიმართ.

  • EN 360

    სტანდარტი განსაზღვრავს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი გამოსაშლელი ტიპის ვარდნის მუხრუჭებისთვის.

  • EN 361

    აღნიშნულ სტანდარტში ჩამოყალიბებულია მოთხოვნები სიმაღლიდან ვარდნინსაგან დამცავი სრული ამოსაცმელი ღვედისთვის.

  • EN 362

    აღნიშნულ სტანდარტში ჩამოყალიბებულია მოთხოვნები სიმაღლიდან ვარდნინსაგან დამცავი კონექტორებისთვის (კარაბინი, კაუჭი და ა.შ.).

  • EN 374-3

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სახიფათო ქიმიკატებისა და მიკროორგანიზმებისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ. ნაწილი N3: ქიმიკატებით გაჟღენთვის წინაღობა. შენიშვნა: სტანდარტი ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლებულია შემდეგით: EN 16523-1:2015+A1:2018

  • EN 379

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მხედველობის პერსონალური დაცვის საშუალებებზე. კერძოდ შემდუღებლის ავტომატური დამუქების ფილტრებზე.

  • EN 381

    აღნიშნული სტანდარტი ზოგადია და განსაზღვრავს მოთხოვნებს ბენზოხერხისგან დამცავი სხვადასხვა აღჭურვილობის მიმართ და იყოფა ქვეკატეგორიებად.

  • EN 381-11

    აღნიშნული სტანდარტი არის ზოგადი EN 381 სტანდარტის ქვეკატეგორია და განსაზღვრავს მოთხოვნებს ბენზოხერხისაგან ზედა ტანის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 381-5

    აღნიშნული სტანდარტი არის ზოგადი EN 381 სტანდარტის ქვეკატეგორია და განსაზღვრავს მოთხოვნებს ბენზოხერხისაგან ფეხების დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 381-7

    აღნიშნული სტანდარტი არის ზოგადი EN 381 სტანდარტის ქვეკატეგორია და განსაზღვრავს მოთხოვნებს ბენზოხერხისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ.

  • EN 388

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მექანიკური რისკებისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ.

  • EN 397

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს ნორმებს და მოთხოვნებს დამცავი ინდუსტრიული ჩაფხუტების მიმართ.

  • EN 407

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს თერმული რისკებისაგან დამცავი ხელთათმანების, სამკლავურების და სხვა ხელის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 420

    სტანდარტი არის ზოგადი და მოიცავს ძირეულ, საბაზისო მოთხოვნებსა და გამოცდის მეთოდებს დამცავი. პროფესიული დანიშნულების ხელთათმანების მიმართ. შენიშვნა: სტანდარტი ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლებულია ანალოგიური EN ISO 21420:2020-ით.

  • EN 443

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მეხანძრის ჩაფხუტების მიმართ, რომლებიც განკუთვნილია შენობებსა და სხვა დახურულ კონსტრუქციებში მოქმედებისთვის.

  • EN 455

     

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს და გამოცდის მეთოდებს ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ხელთათმანების მიმართ და იყოფა ქვეკატეგორიებად: 

    -1  ტესტი ნახვრეტების არქონაზე; -2 ფიზიკურ მონაცემებზე; -3 ბიოლოგიურ მონაცემებზე.

     

  • EN 469

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მეხანძრეების სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 50291-1

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს აირის დეტექტორების მიმართ, კერძოდ ნახშირბადის მონოოქსიდის აღმომჩენ ელექტრულ მოწყობილობებზე.

  • EN 50365

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს დიელექტრიკული ჩაფხუტების მიმართ. რომლებიც იცავს მომხმარებელს დაბალ ძაბვასთან შემთხვევითი კონტაქტისას (მაქსიმუმ 1000 ვოლტი ცვლადი დენისას და 1500 ვოლტი მუდმივი დენისას).

  • EN 511

    სტანდარტი მოიცავს მოთხოვნებს –50 °C-მდე დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ.

  • EN 531

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მაღალი ტემპერატურებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ, გარდა შემდუღებლის და მეხანძრის სპეცტანსაცმლისა. მოცემული სტანდარტი ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლებულია EN ISO 11612:2015 სტანდარტით.

  • EN 54-1

    სტანდარტი განსაზღვრავს ხანძრის დეტექტორებისა და მათი გამაფრთხილებელი სიგნალიზაციების ზოგად მოთხოვნებს.

  • EN 54-5

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ხანძრის დეტექტორებისა და მათი გამაფრთხილებელი სიგნალიზაციების მიმართ. ნაწილი N5: სითბოს დეტექტორები

  • EN 54-7

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ხანძრის დეტექტორებისა და მათი გამაფრთხილებელი სიგნალიზაციების მიმართ. ნაწილი N7: კვამლის დეტექტორები.

  • EN 566

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სამთო აღჭურვილობის, კერძოდ ელასტიური ღვედების მიმართ.

  • EN 567

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სამთო აღჭურვილობის მიმართ, კერძოდ თოკის მომჭერებისთვის.

  • EN 697

     

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს პოლიესტერისაგან დამზადებული სხვადასხვა ტიპის გრეხილი და დაწნული თოკებისთვის. აღნიშნული სტანდარტი ამოღებულია ხმარებიდან და ჩანაცვლებულია EN ISO 1141  სტანდარტით.

     

  • EN 795

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი აღჭურვილობის, კერძოდ ანკერების მიმართ.

  • EN 812

    სტანდარტი მოიცავს მოთხოვნებს ინდუსტრიული დამცავი კეპების მიმართ.

  • EN 813

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი ჩამოსაჯდომი ღვედის მიმართ.

  • EN 892

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სამთო აჭურვილობის, კერძოდ სამთო დინამიური თოკების მიმართ.

  • EN IEC 61340-4-3

    საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტი, განსაზღვრავს ელექტრული წინაღობის მოთხოვნებს დიელექტრიკული სპეცფეხსაცმლის მიმართ.

  • EN IEC 61340-5-1

    საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს ელექტრომოწყობილობების ელექტროსტატიკური ფენომენისაგან დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN ISO 10819

    აღნიშნული სტანდარტით განისაზღვრება მოთხოვნები მექანიკური ვიბრაციისა და შოკისაგან ხელის და მკლავის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN ISO 11611

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს შედუღებისას და მსგავსი მოქმედებებისას გამოსაყენებელი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN ISO 11612

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მაღალი ტემპერატურისა და ალისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN ISO 13287

    სტანდარტი მოიცავს გამოცდის მეთოდებს სპეცფეხსაცმლის სრიალმედეგობაზე.

  • EN ISO 13688

    აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს სპეცტანსაცმლის მიმართ ზოგად მოთხოვნებს, როგორიცაა: ერგონომიკა, ზომები, დაძველება, შესაბამისობა, მარკირება და ა.შ.

  • EN ISO 13982-1

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ჰაერში გაფანტული მყარი ნაწილაკებისაგან დამცავი ქიმიური სპეცტანსაცმლის მიმართ. (ტიპი 5)

  • EN ISO 14116

    სტანდარტი განსაზღვრავს სპეცტანსაცმლის მოთხოვნებს ალმედეგობასა და ალის გავრცელების შეზღუდვაზე, ნაპერწკალსა და სითბოს წყაროსთან ხანმოკლე კონტაქტისას.

  • EN ISO 20344

     

  • EN ISO 20345

    აღნიშნულ სტანდარტში ჩამოყალიბებულია მოთხოვნები ყველანაერი კატეგორიის დამცავი ფეხსაცმლის მიმართ.

  • EN ISO 20347

    სტანდარტი განსაზღვრავს ზოგად და სპეციფიურ (ოპციურ) მოთხოვნებს პროფესიული დანიშნულების ფეხსაცმლების მიმართ, რომლებიც არ არიან განკუთვნილი მექანიკური რისკებისგან (დარტყმა, ჭყლეტა) დასაცავად.

  • EN ISO 20471

    სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს მაღალი ხილვადობის სპეცტანსაცმლის მიმართ და თავისმხრივ იყოფა სამ კატეგორიად.

  • EN ISO 21420

     

    აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს EN 420 ის განახლებულ ვერსიას და განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, კონსტრუქციულ და ერგონომიულ დეტალებს, ასევე სხვადასხვა ტესტის მეთოდებს პროფესიული დანიშნულების ხელთათმანებისათვის მათი სპეციფიკიდან გამომდინარე. შესაძლოა ასევე გავრცელდეს ხელის სხვა ტიპის დაცვებზეც, როგორიცაა: სამკლავურები, ცხელი ჭურჭლის სამარჯვი ნაჭრები და სხვა.

     

     

  • EN ISO 374-1

    მოცემული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სახიფათო ქიმიკატებისა და მიკრო-ორგანიზმებისაგან დამცავ ხელთათმანებზე.

  • EN ISO 374-2

    აღნიშნული სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს სახიფათო ქიმიკატებისა და მიკროორგანიზმებისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ. ნაწილი N2: შეღწევამედეგობის განსაზღვრა.

  • EN ISO 374-5

    EN ISO 374-1:2016 -ის მონათესავე სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ხელთათმანების მიმართ დამატებით ბაქტერიებსა და სოკოვანი წარმონაქმნების მიმართ.

  • EN ISO 471

    სტანდარტი წარმოადგენს მოთხოვნებს მაღალი ხილვადობის სპეცტანსაცმლის მიმართ, რომელიც თავისმხრივ იყოფა სამ კატეგორიად.

  • IEC 60903

    საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს დიელექტრიკული ხელთათმანებისთვის.

  • IEC 61482-2

    სტანდარტი წარმოადგენს მოთხოვნებს იმ სპეცტანსაცმლის მიმართ, რომელიც განკუთვნილია ელექტრული რკალის თერმული საფრთხისაგან მომხმარებლის დასაცავად.

  • RIS 3279 TOM

    სტანდარტი წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის სარკინიგზო დეპარტამენტის მოთხოვნებს მაღალი ხილვადობის სპეცტანსაცმელთან მიმართებაში.

Shopping cart
Shop
0 items Cart
My account