ისტორია
კომპანია „სეიფთი ჰაბი“ 2018 წლიდან ეხმარება ბიზნესებს უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სპეციალური სამუშაო ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რეალიზაცია და დისტრიბუცია ამიერკავკასიის რეგიონში.
ჩვენი მისიაა, მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი, თანამედროვე და საიმედო პროდუქცია, რომელიც თანამშრომელთა უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ კომფორტს უზრუნველყოფს.
მუდმივად ვაფართოებთ და ვაუმჯობესებთ პროდუქციის ასორტიმენტს, რათა სრულად ვუპასუხოთ სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებსა და უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს. ხარისხზე, საიმედოობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, პარტნიორებთან დავამყაროთ ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი თანამშრომლობა.