2018 წლიდან

Safety Hub

ვქმნით საიმედო გადაწყვეტილებებს უსაფრთხო, დაცული და თანამედროვე სამუშაო გარემოსთვის.

ისტორია

კომპანია „სეიფთი ჰაბი“ 2018 წლიდან ეხმარება ბიზნესებს უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სპეციალური სამუშაო ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რეალიზაცია და დისტრიბუცია ამიერკავკასიის რეგიონში.

ჩვენი მისიაა, მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი, თანამედროვე და საიმედო პროდუქცია, რომელიც თანამშრომელთა უსაფრთხოებასა და ყოველდღიურ კომფორტს უზრუნველყოფს.

მუდმივად ვაფართოებთ და ვაუმჯობესებთ პროდუქციის ასორტიმენტს, რათა სრულად ვუპასუხოთ სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებსა და უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს. ხარისხზე, საიმედოობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს, პარტნიორებთან დავამყაროთ ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი თანამშრომლობა.

საერთაშორისო სტანდარტები

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებთან, რომელთა პროდუქცია სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

მუდმივ განვითარებასა და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომით, „სეიფთი ჰაბი“ ქმნის ნდობაზე დაფუძნებულ, გრძელვადიან პარტნიორობას როგორც მომწოდებლებთან, ისე მომხმარებლებთან.

ეს თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ მის საჭიროებებზე მორგებული, საიმედო და პროფესიონალური გადაწყვეტილებები, რომლებიც უსაფრთხო და ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

ჩვენი უპირატესობები:

 

  • პროფესიული კონსულტაცია და ინდივიდუალური მიდგომა
    სამუშაო პირობებისა და გარემოს დეტალური შეფასება, შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და საჭიროებებზე მორგებული დაცვის საშუალებების შერჩევა.

  • საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხი
    მაღალი ხარისხის, საიმედო პროდუქცია, რომელიც სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებსა და მომხმარებლის მოთხოვნებს.

  • პროდუქციის ფართო ასორტიმენტი
    უსაფრთხოების აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სპეციალური სამუშაო ტანსაცმლის მრავალფეროვანი არჩევანი სხვადასხვა პროფესიული სფეროსთვის.

უფასო მიწოდება შეკვეთა 24-48 საათში
ხარისხის გარანტია ორიგინალი პროდუქცია
სერთიფიცირებული პროდუქცია უსაფრთხოება პირველ რიგში