სანადირო ქურთუკი Renk

290,00 ₾

პროდუქტის აღწერა

ეს არის წყალგაუმტარი სამოსი თერმულად დამუშავებული ნაკერებითა და ორმაგი ელვა-საკეტის დამცავი ფენით. ქურთუკს აქვს ცენტრალური შესაკრავი ელვა-საკეტითა და კნოპებით, წინა გახსნა ორმხრივი ელვა-საკეტით, ხოლო ზურგის ნაწილი დამზადებულია ელასტიური ქსოვილისგან, რაც მოძრაობის მაქსიმალურ თავისუფლებას უზრუნველყოფს. მოდელი გამოირჩევა ეკლიანი ბუჩქებისა და მაყვლოვანისგან დამცავი (ნაკაწრგამძლე) და ცვეთისადმი გამძლე ქსოვილით განსაკუთრებულად დატვირთულ ადგილებში, ასევე აღჭურვილია მკლავის ერგონომიული დიზაინით.ფუნქციონალურობისთვის ქურთუკს აქვს: 1 ვაზნის ჩასადები შაშხანისთვის, 1 ვაზნის ჩასადები კარაბინისთვის, 2 ფართო წინა ჯიბე და 2 შიდა ჯიბე ელვა-საკეტით. ქვედა ორი ჯიბე აღჭურვილია შიდა, მოხსნადი და ამოღებადი ვაზნების ჩასადებით. გარდა ამისა, აქვს ფართო უკანა წყალგაუმტარი ჯიბე ელვა-საკეტით, მკერდზე არსებული რაციების ჯიბე და D-ფორმის რგოლი.მოდელი უზრუნველყოფს კომფორტს რეგულირებადი ვენტილაციისა და Velcro-ს (წებოვანი) შესაკრავიანი მანჟეტების წყალგაუმტარი სისტემის ხარჯზე. რეგულირებადი და მოხსნადი კაპიუშონი აღჭურვილია რეზინის ჩანართებით უკეთესი ხილვადობისთვის.