დაბრუნებისა და გაცვლის ვადა: მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შეძენილი ფეხსაცმლის ან ეკიპირების ზომის შეცვლა ან დაბრუნება ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
სავალდებულო პირობები: პროდუქტი უნდა იყოს პირვანდელ მდგომარეობაში — გამოუყენებელი, დაუზიანებელი, ორიგინალ შეფუთვაში, ყველა იარლიყითა და სასაქონლო ჩეკით.
გამონაკლისი უსაფრთხოების ნორმების გამო: უკვე სამუშაო პროცესში ნამყოფი (გამოყენებული) PPE ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ხელთათმანები, ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტების გამო, დაბრუნებას ან გაცვლას არ ექვემდებარება.
ტრანსპორტირების ხარჯები: ნივთის გაცვლისას ან დაბრუნებისას ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ფარავს მომხმარებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი.
საგარანტიო ვადა ქარხნულ წუნზე: კომპანიაში შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება ქარხნული დეფექტის (წუნის) საგარანტიო პირობები მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადით.
შემთხვევები, რომლებზეც გარანტია არ ვრცელდება:
პროდუქტის ბუნებრივი ცვეთა;
მექანიკური დაზიანებები (გაჭრა, დაწვა, გახეხვა);
ისეთი ქიმიური ან თერმული ზემოქმედება, რომელიც არ შეესაბამება პროდუქტის კონკრეტულ დაცვის კლასს;
პროდუქტის არასწორი მოვლის, ექსპლუატაციის ან რეცხვის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეული დაზიანებები.