უსაფრთხოების ექსპერტები

სტანდარტები

გაეცანით საერთაშორისო EN და ISO სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის მოთხოვნებს.

ტანსაცმელი და სხეულის დაცვა

  • EN 13034 – განსაზღვრავს მოთხოვნებს თხევადი ქიმიკატებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ (ტიპი 6 და ტიპი PB[6]).

  • EN 14126 – კორექტირებული ევროპული სტანდარტი; განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფექციური აგენტებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 14605 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ქიმიური დონის სითხეგაუმტარი (ტიპი 3) და სპრეიგაუმტარი (ტიპი 4) ნაკერების მქონე სპეცტანსაცმლის და სხეულის ცალკეული ნაწილების დამცავი აქსესუარების მიმართ (ტიპი PB [3] და PB [4]).

  • EN ISO 13982-1 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ჰაერში გაფანტული მყარი ნაწილაკებისაგან დამცავი ქიმიური სპეცტანსაცმლის მიმართ (ტიპი 5).

თერმული, ალისა და შედუღების დაცვა

  • EN ISO 11611 – განსაზღვრავს მოთხოვნებს შედუღებისას და მსგავსი მოქმედებებისას გამოსაყენებელი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN ISO 11612 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მაღალი ტემპერატურისა და ალისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN ISO 14116 – განსაზღვრავს სპეცტანსაცმლის მოთხოვნებს ალმედეგობასა და ალის გავრცელების შეზღუდვაზე, ნაპერწკალსა და სითბოს წყაროსთან ხანმოკლე კონტაქტისას.

  • IEC 61482-2 – განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ სპეცტანსაცმლის მიმართ, რომელიც განკუთვნილია ელექტრული რკალის თერმული საფრთხისაგან მომხმარებლის დასაცავად.

ამინდი და კლიმატური პირობები

  • EN 342 – განსაზღვრავს მოთხოვნებს დაბალი ტემპერატურისგან დამცავი ტანსაცმლისა და ტანსაცმლის კომპლექტების მიმართ.

  • EN 343 – განსაზღვრავს მოთხოვნებს წვიმისაგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 14058 – განსაზღვრავს მოთხოვნებს დაბალი ტემპერატურული პირობებისგან დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ.

  • EN 469 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მეხანძრეების სპეცტანსაცმლის მიმართ

სპეციფიკური დაცვა და ზოგადი ნორმები

  • EN 1073-2 – განსაზღვრავს მოთხოვნებს რადიაქტიულად დაბინძურებული ნაწილაკებისაგან დამცავი სპეცტანსაცმლისათვის.

  • EN 14404 – განსაზღვრავს მოთხოვნებს იმ სამუხლეების მიმართ, რომლებიც განკუთვნილია ჩამუხლულ პოზიციაში მუშაობისთვის.

  • EN ISO 13688 – წარმოადგენს სპეცტანსაცმლის მიმართ ზოგად მოთხოვნებს: ერგონომიკა, ზომები, დაძველება, შესაბამისობა, მარკირება და ა.შ.

  • EN 340 (გაუქმებულია) – ჩამოყალიბებული იყო ძირეული მოთხოვნები პროფესიული დამცავი სპეცტანსაცმლის მიმართ. ჩანაცვლებულია EN ISO 13688:2013-ით.

ხელის და მკლავის დაცვა

  • EN 388 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მექანიკური რისკებისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ.

  • EN 1082-1 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ჭრა და ჩხვლეტამედეგი ხელთათმანებისა და სამკლავურების მიმართ. ნაწილი 1: მეტალით ნაქსოვი ჯაჭვის ხელთათმანები და სამკლავურები.

  • EN 1082-2 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ჭრა და ჩხვლეტამედეგი ხელთათმანებისა და სამკლავურების მიმართ. ნაწილი 2: არა-მეტალის, სხვა მასალით (ტყავი, სინთეტიკური ან ბუნებრივი ქსოვილი) დამზადებული ხელთათმანები.

  • EN ISO 10819 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მექანიკური ვიბრაციისა და შოკისაგან ხელის და მკლავის დამცავი საშუალებების მიმართ.

ქიმიური და ბიოლოგიური დაცვა

  • EN ISO 374-1 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სახიფათო ქიმიკატებისა და მიკროორგანიზმებისაგან დამცავ ხელთათმანებზე.

  • EN ISO 374-2 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სახიფათო ქიმიკატებისა და მიკროორგანიზმებისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ. ნაწილი 2: შეღწევამედეგობის განსაზღვრა.

  • EN ISO 374-5 – EN ISO 374-1-ის მონათესავე სტანდარტი; განსაზღვრავს მოთხოვნებს ხელთათმანების მიმართ დამატებით ბაქტერიებსა და სოკოვანი წარმონაქმნების მიმართ.

  • EN 374-3 (გაუქმებულია) – განსაზღვრავდა ქიმიკატებით გაჟღენთვის წინაღობას. ჩანაცვლებულია შემდეგით: EN 16523-1:2015+A1:2018.

თერმული, შედუღების და სამედიცინო

  • EN 407 – განსაზღვრავს მოთხოვნებს თერმული რისკებისაგან დამცავი ხელთათმანების, სამკლავურების და სხვა ხელის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 511 – მოიცავს მოთხოვნებს -50 °C-მდე დაბალი ტემპერატურისაგან დამცავი ხელთათმანების მიმართ.

  • EN 12477 – განსაზღვრავს მოთხოვნებს შემდუღებლის ხელთათმანების მიმართ (მოიცავს EN388 და EN407 სტანდარტებსაც). იყოფა ორ კატეგორიად: A ტიპი (მეტი დაცვა, ნაკლები მოქნილობა) და B ტიპი (ნაკლები დაცვა, მეტი მოქნილობა). შენიშვნა: არ გააჩნია პიქტოგრამა.

  • EN 455 – განსაზღვრავს მოთხოვნებს და გამოცდის მეთოდებს ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო ხელთათმანების მიმართ. იყოფა: -1 (ნახვრეტების არქონა), -2 (ფიზიკური მონაცემები), -3 (ბიოლოგიური მონაცემები).

ზოგადი და სპეციფიკური ნორმები

  • IEC 60903 – საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს დიელექტრიკული ხელთათმანებისთვის.

  • EN ISO 21420 – განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, კონსტრუქციულ და ერგონომიულ დეტალებს, ასევე ტესტის მეთოდებს პროფესიული ხელთათმანებისა და მკლავის დამცავებისთვის.

  • EN 420 (გაუქმებულია) – მოიცავდა საბაზისო მოთხოვნებსა და გამოცდის მეთოდებს დამცავი ხელთათმანების მიმართ. ჩანაცვლებულია EN ISO 21420:2020-ით.

მხედველობისა და სახის დაცვა

  • EN 166 – განსაზღვრავს სპეციფიკაციებს მხედველობის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 167 – ჩამოყალიბებულია მეთოდიკა მხედველობის დამცავი საშუალებების ოპტიკური ტესტისთვის.

  • EN 168 – განმარტებულია მხედველობის დამცავი მოწყობილობების არა-ოპტიკური ტესტის მეთოდიკა.

  • EN ISO 4007 (ანაცვლებს EN 165) – ზოგადი სტანდარტი, განსაზღვრავს ტერმინებს და მათ განმარტებებს მხედველობის დამცავი საშუალებებისთვის.

ფილტრები და გამოსხივებისგან დაცვა

  • EN 169 – განმარტებულია მოთხოვნები შემდუღებლის მუქი ფილტრებისთვის (სათვალე, გუგლი, შემდუღებლის ფარის მინა და ა.შ.).

  • EN 170 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების საწინააღმდეგო დაცვის მქონე მხედველობის დამცავი საშუალებებისთვის.

  • EN 171 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფრაწითელი (IR) ფილტრების მქონე მხედველობის დამცავი საშუალებებისთვის.

  • EN 172 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მზისგან დამცავი ფილტრების მქონე მხედველობის დამცავი საშუალებების მიმართ.

შედუღება და სპეციფიკური დაცვა

  • EN 175 – განსაზღვრავს მოთხოვნებს შედუღების და მსგავსი პროცესებისას სახის და მხედველობის დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 379 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მხედველობის პერსონალური დაცვის საშუალებებზე, კერძოდ შემდუღებლის ავტომატური დამუქების ფილტრებზე.

  • EN 1731 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მხედველობის და სახის ბადისებრი დამცავი საშუალებებისთვის.

  • EN ISO 12312-1 (ანაცვლებს EN 1836) – განსაზღვრავს პირობებს მზისგან დამცავი სათვალეების და მსგავსი აქსესუარებისთვის.

რესპირატორული დაცვა

  • EN 136 – განსაზღვრავს მოთხოვნებს რესპირატორული დაცვისთვის განკუთვნილ მთლიანი სახის ნიღბების მიმართ.

  • EN 140 – განსაზღვრავს მოთხოვნებს რესპირატორული დანიშნულების მთლიანი და ნახევარსახის ნიღბების მიმართ.

  • EN 149 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მყარი და თხევადი ნაწილაკების მფილტრავი ნახევარსახის ნიღბების მიმართ (FFP1, FFP2, FFP3).

  • EN 1827 – ჩამოყალიბებულია მოთხოვნები იმ ნახევარსახის რესპირატორულ ნიღბებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ შესუნთქვის სარქველი და აქვთ მოხსნადი ფილტრები.

ფილტრები და კომპონენტები

  • EN 143 – განსაზღვრავს მოთხოვნებს რესპირატორული დაცვის მოწყობილობების, კერძოდ ნაწილაკებისაგან დამცავ ფილტრებზე.

  • EN 14387 – განსაზღვრავს მოთხოვნებს აირების, ანაორთქლების და კომბინირებული ფილტრების მიმართ.

  • EN 148-1 – განსაზღვრავს ნორმებს რესპირატორული დაცვისთვის განკუთვნილი ნიღბების ხრახნისთვის (ფილტრების ჩასამაგრებელ ადგილებზე).

  • EN 14683 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სამედიცინო დანიშნულების ნიღბების მიმართ.

ელექტრო და ჰაერის მიწოდების სისტემები

  • EN 12941 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ელექტრომფილტრავი მოწყობილობების მიმართ, რომლებიც თანდართულია დახურულ ჩაფხუტებსა და სკაფანდრის ტიპის მოწყობილობებზე.

  • EN 12942 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ელექტრომფილტრავი მოწყობილობების მიმართ, რომლებიც თანდართულია მთლიანი სახის, ნახევარსახის და სხვა ტიპის რესპირატორულ ნიღბებზე.

  • EN 14594 – განსაზღვრავს მოთხოვნებს შეკუმშული ჰაერის უწყვეტი მიწოდების მოწყობილობების მიმართ.

თავის, სმენის და ფეხსაცმლის დაცვა

  • EN 397 – განსაზღვრავს ნორმებსა და მოთხოვნებს დამცავი ინდუსტრიული ჩაფხუტების მიმართ.

  • EN 812 – მოიცავს მოთხოვნებს ინდუსტრიული დამცავი კეპების მიმართ (ბამპ-ქუდები).

  • EN 14052 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მაღალი კლასის ინდუსტრიული ჩაფხუტებისთვის.

  • EN 443 – განსაზღვრავს მოთხოვნებს მეხანძრის ჩაფხუტების მიმართ, რომლებიც განკუთვნილია შენობებსა და დახურულ კონსტრუქციებში მოქმედებისთვის.

სმენის დაცვა

  • EN 352-1 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი 1: სმენის დამცავი ყურსაცმები.

  • EN 352-2 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სმენის დამცავი საშუალებების მიმართ. ნაწილი 2: სმენის დამცავი ყურის საცობები.

  • EN 352-3 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ჩაფხუტზე ან სახის დამცავ საშუალებაზე ინტეგრირებადი სმენის დამცავი ყურსაცმების მიმართ.

  • EN 352-4, 352-6, 352-8 – მოიცავს სპეციალიზებულ ყურსაცმებს: აქტიური ხმაურის ჩახშობით (-4), ინტეგრირებული ყურსასმენებით (-6) და სმენის დამცავი სხვა ფუნქციებით (-8).

ფეხსაცმლის დაცვა

  • EN ISO 20345 – ჩამოყალიბებულია მოთხოვნები ყველანაირი კატეგორიის დამცავი ფეხსაცმლის მიმართ (სპეცფეხსაცმელი დამცავი ცხვირით).

  • EN ISO 20347 – განსაზღვრავს მოთხოვნებს პროფესიული ფეხსაცმლების მიმართ, რომლებიც არ არიან განკუთვნილი მექანიკური რისკებისგან (დარტყმა, ჭყლეტა) დასაცავად.

  • EN ISO 13287 – მოიცავს გამოცდის მეთოდებს სპეცფეხსაცმლის სრიალმედეგობაზე.

  • EN 13832-1 – განსაზღვრავს ტერმინოლოგიასა და მოთხოვნებს ქიმიკატებისაგან დამცავი სპეცფეხსაცმლის მიმართ.

კომპონენტები და ინდექსები

  • EN ISO 22568 (ანაცვლებს EN 12568) – განსაზღვრავს მოთხოვნებსა და გამოცდის მეთოდებს ფეხსაცმლის ცხვირის დამცავი თაღებისა და ჩხვლეტამედეგი ჩანართებისთვის.

  • EN IEC 61340-4-3 – საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის სტანდარტი; განსაზღვრავს ელექტრული წინაღობის მოთხოვნებს დიელექტრიკული სპეცფეხსაცმლის მიმართ.

  • შენიშვნა: რეზერვირებული კოდები EN 20340 და EN 20349 მიეკუთვნება ფეხსაცმლის სპეციფიკურ დამცავ სტანდარტებს.

სიმაღლეზე მუშაობა, ხილვადობა და დეტექტორები

  • EN 361 – ჩამოყალიბებულია მოთხოვნები სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი სრული ამოსაცმელი ღვედისთვის (Full body harness).

  • EN 354 & EN 355 – განსაზღვრავს მოთხოვნებს ჩასაბმელი ღვედების/თოკების (EN 354) და ვარდნის ენერგიის ჩამხშობი საშუალებების მიმართ (EN 355).

  • EN 358 & EN 813 – მოთხოვნები სამუშაო პოზიციაზე დასაფიქსირებელი ღვედებისა (EN 358) და ჩამოსაჯდომი ღვედების მიმართ (EN 813).

  • EN 360 & EN 353-2 – განსაზღვრავს გამოსაშლელი ტიპის ვარდნის მუხრუჭებს (EN 360) და თოკზე მოძრავ ვარდნის მუხრუჭებს მოქნილი ჩასაბმელით (EN 353-2).

კონექტორები, ანკერები და თოკები

  • EN 362 – ჩამოყალიბებულია მოთხოვნები სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი კონექტორებისთვის (კარაბინი, კაუჭი და ა.შ.).

  • EN 795 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი აღჭურვილობის, კერძოდ ანკერების მიმართ.

  • EN 1497 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სამაშველო სრული ღვედისთვის.

  • EN 1891 & EN 892 – მოთხოვნები სიმაღლიდან ვარდნისაგან დამცავი დინამიური თოკების (EN 1891) და სამთო დინამიური თოკების მიმართ (EN 892).

მაღალი ხილვადობის სტანდარტები

  • EN ISO 20471 / EN ISO 471 – განსაზღვრავს მოთხოვნებს პროფესიული მაღალი ხილვადობის სპეცტანსაცმლის მიმართ (იყოფა 3 კატეგორიად).

  • EN 17353 (ანაცვლებს EN 1150) – განსაზღვრავს მოთხოვნებს გაუმჯობესებული ხილვადობის არა-პროფესიული დანიშნულების სპეცტანსაცმლისთვის საშუალო რისკის პირობებში.

  • EN 13356 – განსაზღვრავს მოთხოვნებს არა-პროფესიული დანიშნულების მაღალი ხილვადობის აქსესუარების მიმართ.

  • RIS 3279 TOM – დიდი ბრიტანეთის სარკინიგზო დეპარტამენტის სპეციფიკური მოთხოვნები მაღალი ხილვადობის სპეცტანსაცმელთან მიმართებაში.

დეტექტორები და სამთო აღჭურვილობა

  • EN 14604 & EN 50291-1 – მოთხოვნები კვამლის დეტექტორებისთვის (EN 14604) და ნახშირბადის მონოოქსიდის (CO) აღმომჩენი ელექტრული მოწყობილობებისთვის (EN 50291-1).

  • EN 54-1, EN 54-5, EN 54-7 – ხანძრის დეტექტორებისა და სიგნალიზაციების ზოგადი ნორმები (-1), სითბოს დეტექტორები (-5) და კვამლის დეტექტორები (-7).

  • EN 566 & EN 567 – სამთო აღჭურვილობის მოთხოვნები: ელასტიური ღვედები (EN 566) და თოკის მომჭერები (EN 567).

  • EN ISO 1141 (ანაცვლებს EN 697) – განსაზღვრავს მოთხოვნებს პოლიესტერისგან დამზადებული სხვადასხვა ტიპის გრეხილი და დაწნული თოკებისთვის.

ანტისტატიკური და სპეციალიზებული დაცვა

  • EN 1149-1 – ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმელი და ხელთათმანები. ნაწილი 1: კუთრი ზედაპირული წინაღობა.

  • EN 1149-2 – ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმელი და ხელთათმანები. ნაწილი 2: ვერტიკალური წინაღობა.

  • EN 1149-5 – ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმელი და ხელთათმანები. ნაწილი 5: მასალის გამძლეობა და მოთხოვნები კონსტრუქციულ ნაწილში.

  • EN 1149 – ზოგადი მშობელი სტანდარტი ელექტროსტატიკური მონაცემების მქონე სპეცტანსაცმლისა და ხელთათმანებისთვის.

ESD და ინდუსტრიული ელექტროობა

  • EN 16350 – განსაზღვრავს სპეციფიკურ ელექტროსტატიკურ ნორმებს დამცავი ხელთათმანებისთვის (ESD პირობები).

  • EN IEC 61340-5-1 – საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს ელექტრომოწყობილობების ელექტროსტატიკური ფენომენისაგან დამცავი საშუალებების მიმართ.

  • EN 50365 – განსაზღვრავს მოთხოვნებს დიელექტრიკული ჩაფხუტების მიმართ დაბალ ძაბვასთან შემთხვევითი კონტაქტისას (მაქს. 1000V AC / 1500V DC).

  • EN 12492 – განსაზღვრავს მოთხოვნებს სამთო და მაღალ სიმაღლეზე სამუშაო დამცავი ჩაფხუტების მიმართ.

ბენზოხერხისგან დამცავი აღჭურვილობა

  • EN 381 – ზოგადი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს ბენზოხერხისგან დამცავი სხვადასხვა აღჭურვილობის მიმართ.

  • EN 381-5 – ბენზოხერხისაგან ფეხების დამცავი საშუალებები (შარვლები/წვივსაფრები).

  • EN 381-7 – ბენზოხერხისაგან დამცავი ხელთათმანები.

  • EN 381-11 – ბენზოხერხისაგან ზედა ტანის დამცავი საშუალებები (ქურთუკები).